მოხალისეთა ისტორიები Volunteers' Stories
მშობელთა კავშირთან თანამშრომლობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ის საქმე, რაც აქ კეთდება, არა მარტო შშმ პირების ცხოვრებას, არამედ ჩვენს საზოგადოებასაც შეცვლის უკეთესობისაკენ
თამარ გიორგობიანი, ჩვენი მოხალისე
ჩვენი ორგანიზაციისა და თამარის ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ის შიდა კომუნიკაციების მენეჯერი და თარჯიმანია შვეიცარიულ ასოციაციში შეხვდი - ასწავლე - წაახალისე, რომელიც ჩვენთან ერთად წელიწადში სამჯერ შშმ პირთათვის და მათი მშობლებისთვის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ვორკშოპებს ატარებს. თამარმა ჩვენი ორგანიზაციისთვის მოხალისეობა 2021 წლიდან დაიწყო და დაგვეხმარა #სახლიმათიმომავლისთვის კამპანიის განხორციელებაში, კერძოდ, სარეკლამო ვიდეოს გადაღებასა და შემოწირულობების მიღებისთვის საჭირო პორტალების გამართვაში.
|
|