კამპანია #სახლიმათიმომავლისთვის ფარგლებში შემოწირულობებს ვიღებთ როგორც ჩვენს საბანკო ანგარიშზე, ისე GoGetFunding პლატფორმის მეშვეობით. ამ პლატდორმიდან შემოწირულობების მიღება საკმაოდ მარტივი და სწრაფია - ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად ახლოს ვართ დასახულ მიზანთან, თქვენ კი შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი თანხა და გადახდის მეთოდი. შემოწირულობის ინსტრუქცია Instructions for making a donation1. დონაციების პლატფორმის ჩვენს გვერდზე დააჭირეთ შაბიამნისფრად გამოყოფილ ღილაკს DONATE NOW 2. ღილაკი გადაგიყვანთ გვერდზე, სადაც შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი თანხა, რომლის გაღებაც გსურთ ჩვენი კამპანიისთვის (1); ამასთანავე ჩამოთვლილი შესაძლებლობებიდან შეგიძლიათ აირჩიოთ:
ბოლოს დააჭირეთ სტაფილოსფერ ღილაკს CONTINUE > 3. გადახედეთ თქვენ მიერ შეყვანილ მონაცემებს, შემდეგ კი ქვევით მოცემულ გადახდის შესაძლო ვარიანტებს შორის ამოირჩიეთ ერთ-ერთი (გადახდა ფეიფალით, eps-ით ან ბარათით). 4. ბარათით გადახდის არჩევის შემთხვევაში, გთხოვთ, შეიყვანოთ ბარათისა და თქვენი პირადი მონაცემები. (1) ბარათის ნომერი (2) მოქმედების ვადა (3) ბარათის დამცავი კოდი (ბარათის უკან სამნიშნა კოდი) (4) დააჭირეთ დროშას და ამოირჩიეთ მაგ. საქართველო (Georgia) (5) თქვენი სახელი (6) თქვენი გვარი (7) თქვენი საფოსტო კოდი (8) თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი (9) თქვენი ელექტრონული ფოსტა გთხოვთ, შეიყვანოთ ყველა მონაცემი, რათა ვებ-გვერდმა მოგცეთ შემოწირულობის დასრულების უფლება. გადაამოწმეთ შეყვანილი ინფორმაცია და დონაციისათვის დააჭირეთ ცისფერ ღილაკს Pay Now თქვენი შემოწირულობა მოხმარდება უკეთესი მომავლის შექმნას სიღნაღის რაიონის შშმ პირთათვის! შემოწირულობა პირდაპირ ჩვენს საბანკო ანგარიშზეგთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ "შემოწირულობა"
ანგარიშის ნომერი: GE53BG0000000131367635 ჩვენი ორგანიზაცია მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის!
0 Comments
|
დონაცია შეგიძლიათ პირდაპირ ჩვენს საბანკო ანგარიშზე თანხის დარიცხვითაც
|